პოლიტიკა
ფედერალისტები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო განმარტავენ
პარტია ფედერალისტები 2021 წელს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის განცხადებას ეხმაურება. ომაძე პარტიას ითხოვდა, სოციალური ქსელიდან ამოეღო ვიდეო, სადაც მისი შვილის მკვლელობაა ნახსენები.
ფედერალისტები ამბობენ, რომ ვიდეოში „ბრალდების ოფიციალური ვერსია ციტირდება, რომელიც მასობრივ მედიაში ფართოდ გავრცელდა”. პარტიის განცხადებით, ვიდეოს მთავარი გზავნილი ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ განუკითხაობაზე გამახვილებს ყურადღებას — „ეწირებიან ისინიც, ვისაც კრიმინალურ სამყაროსთან პირადად არაფერი ჰქონიათ საერთო.”
ამასთან, პარტიამ გამოხატა „ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა ქალბატონი იზასთვის” და დასძინა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა „მთელი საზოგადოების ტრაგედიაცაა, რომელიც ქვეყანაში გაფართოებული კრიმინალური სამყაროს საფრთხეს ასახავს”.