კობახიძე: საქართველო და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან
9 ივნისს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ სპეციალური სამთავრობო ბრიფინგის გამართვის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დაახლოებით სამი წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, და ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე — ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე,” — განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის შეფასებით, გასული სამი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა: ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლა, გაიხსნა პირდაპირი ფრენები — რომელთა რიცხვი ამ წელს კიდევ გაიზრდება — და ხელშესახები შედეგები მიღებული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური სფეროში.
ახალი შეთანხმება, პრემიერის სიტყვებით, „კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით”.