შინაგან საქმეთა სამინისტროში „ცენზურის სამმართველო” დღეს ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ამოქმედდა ახალი სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს გააკონტროლებს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეული შეამოწმებს გამონათქვამებს, რომლებსაც სხვის შეურაცხყოფად, ღირსების შელახვად, სიძულვილის ენად ან ძალადობისკენ მოწოდებად ჩათვლის. გამოყენება ყველა ტიპის საჯარო კომუნიკაციაზე ვრცელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ მდინარაძემ ინიციატივა 18 მაისს გამოაცხადა — განაცხადა, რომ სამმართველო პოლარიზაციის შესამცირებლად იმუშავებს. მინისტრმა ასევე დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობასაც გამოიყენებს.
„სიძულვილის ენის” განსაზღვრის საკითხზე მდინარაძემ განმარტა: „პირველი შემფასებელი შსს-ს შესაბამისი სამმართველო იქნება, საბოლოო კრიტიკული შემფასებელი კი — სასამართლო.”