პოლიტიკა
ვაშაძე: „26 მაისს ბევრნი ვიქნებით” — „ოპოზიციის ალიანსი” კარდაკარ კამპანიას განაგრძობს
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე „ოპოზიციის ალიანსთან” ერთად 26 მაისის საპროტესტო აქციის „კარდაკარ” კამპანიას ატარებს. ორშაბათს ვაშაძე „დიდუბის” მეტროსადგურთან მოქალაქეებს ხვდებოდა და მათ 26 მაისის მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
„დარწმუნებული ვარ, 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას. ეს ერთიანობის დღეა. ჩვენ არა თუ უკან არ ვიხევთ — ერთად ვდგავართ, და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერაფერი დაუდგება წინ,” — განაცხადა ვაშაძემ.
კამპანია 11 მაისს დაიწყო. ოთხშაბათს „ოპოზიციის ალიანსი” გლდანში გადადის, შემდეგ მთელ თბილისს მოიარავს.