← მთავარი
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში"

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში

მიმდინარე წლის 7-8 ივლისს მაკა ბოჭორიშვილი თურქეთს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში “მოკავშირეები ანკარაში”. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

შეგახსენებთ, რომ 7-8 ივლისს ანკარაში NATO-ს სამიტი ჩატარდება, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. სამიტს NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გავრცელებული ცნობით, სამშაბათს საღამოს NATO-ს ლიდერებთან ერთად ვახშამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა

← მთავარი