მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა ელისო კილაძე
„მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა“ - ელისო კილაძე
პოლიტიკა • 5:30
ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე "ოცნების" მაღალჩინოსნების გაშავებას სთავაზობდა.
“ქრონიკა +”- ისა და CNEWS-ის დამფუძნებლის მტკიცებით, უარის შემდეგ, სუს-ის ექს შეფმა მის წინააღმდეგ საქმე შეკერა.
“ვინც ეს ხალხი დააზარალა ეს ოთხი პირი, არის თავისუფალი. რაც შეეხება მოწმეებზე ძალადობას, ამან არავინ აკეთებს. საქმის მოწმეების ვინაობა ცნობილია იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. იმ მოწმეებმა საქმის გამოყოფამდე მისცეს ჩვენებები. რატომ ვარ ამ ჯგუფში არ ვიცი, მათგან სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არიან. ვინ უნდა იძალადოს მათზე. ასევე არის ერთი პირი, რომელიც მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან, მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების
გაშავებას მთავაზობდა და მიღებული უარის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ეს საქმე შეკერა”, - განაცხადა CNEWS-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე.
კილაძემ მისი სასამართლო პროცესების საჯაროობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. როგორც მან თქვა, 162 ტყული აქვს დათვლილი ჩვენებებში. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება ეს უფრო მეტად დაამძიმებს საქმეს:
“მე დათვლილი მაქვს ტყუილებიც ჩვენებებში, 162 ტყული მაქვს დათვლილი ჩვენებებში. კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ჩვენება მუცემულია მაშინ როცა ჩემი საქმე გამოეყო. თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება უფრო არ დაამძიმებს ჩემს საქმეს? რა ძალადობაზე ვსაუბრობთ საერთოდ, მე ვარ საჯარო პირი და მინდა ჩემი საქმე იყოს საჯარო”-აცხადებს ელისო კილაძე სასამართლო სხდომაზე.
შენიშვნა: ელისო კილაძის სიტყვას გამოცემა CNEWS ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 13 წუთის წინ
„მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
პოლიტიკა
• 15 წუთის წინ
„ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ“ – ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპს საქართველოს საკითხზე უთხრა, რომ ქართულმა რეჟიმმა არასწორი გზა აირჩია, რაც ევროპავშირისკენ არ მიდის. “ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრუ...
პოლიტიკა
• 16 წუთის წინ
„შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა“ - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელო...
საზოგადოება
• 36 წუთის წინ
,,მართლმადიდებლობა რუსულად“ - ნიკა გვარამია კიევ-პეჩერის ლავრის აფეთქებაზე
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ,,მართლმადიდებლობა რუსულად: რუსებმა დაბომბეს და ცეცხლში გაახვიეს მართლმადიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერა მსოფლიოში, კიევ-პეჩერის ლავრა. სლავური...
სოცმედია
• 48 წუთის წინ
„ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს“ - გია მურღულია
"რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი...
საზოგადოება
• 54 წუთის წინ
მეტის ნახვა