Amnesty International-ი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს - "რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე"
„რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“.Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.ორგანიზაციის თანახმად, მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ხდება მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულებას და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას.როგორც ანგარიშის პრესრელიზი ვკითხულობთ, “ახალი ანგარიში - „რეპრესიების ანატომია საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - აღწერს, თუ როგორ გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა ხელისუფლებამ დეზინფორმაცია რეპრესიებისა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციის იარაღად. როგორ ისარგებლა ბოროტად საპარლამენტო უმრავლესობით რეპრესიული კანონების დაჩქარებული წესით მიღებისთვის; როგორ აქცია სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტებად; და როგორ სასტიკად ახშობდა საპროტესტო გამოსვლებს ადამიანის უფლებებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში. ამ ყოვლისმომცველმა ზომებმა ფაქტობრივად მშვიდობიანი წინააღმდეგობა კრიმინალიზებული გახადა”.Amnesty International-ის ძირითადი აქცენტები:რეპრესიული პოლიტიკა და ავტორიტარული ტენდენციები: ხელისუფლება იყენებს დეზინფორმაციას, რეპრესიულ კანონებს, პოლიციასა და სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ.კრიტიკოსების დისკრედიტაცია: ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო სექტორი ხშირად მოიხსენიება, როგორც „უცხო ძალების აგენტები“ ან „მოღალატეები“.რეპრესიული კანონმდებლობა: მიღებულია უცხოური დაფინანსების კონტროლისა და ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონები, რაც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს.სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება: მრავალი ორგანიზაცია იძულებულია შეწყვიტოს ან შეამციროს საქმიანობა ფინანსური და სამართლებრივი ზეწოლის გამო.ჟურნალისტებზე ზეწოლა: დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები აწყდებიან დაშინებას, დევნასა და უსაფრთხოების პრობლემებს.საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა: გამოყენებულია ძალადობა, დაკავებები, ცრემლსადენი გაზი და არასათანადო მოპყრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ.სასამართლოს პოლიტიზაცია: სასამართლო სისტემა აღწერილია, როგორც ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი, რომელიც ხშირად აჯარიმებს ან სჯის მომიტინგეებს.დაუსჯელობა: პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობა თითქმის არ დგება.ზოგადი შეფასება: ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო სივრცე და გაუარესდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა.
ასევე ნახეთ
ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის ფონზე, თითქმის არაფერს ცვლის - Amnesty 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე
“სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა”„საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის”, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა.„საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, ძალადობრივი კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოებში უსამართლობა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად. მათ ფაქტობრივად შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრად ითვლება, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ, ხოლო პოლიციის ძალადობის მსხვერპლებს სამართლიანობაზე უარი აქვთ ნათქვამი, ამის ნაცვლად კი მათ თავად დევნიან. ადამიანის უფლებებმა და სამოქალაქო სივრცემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უკუსვლა განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ”, - ნათქვამია ანგარიშში.Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს:კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონებიავტორების თანახმად, 2022 წლიდან საქართველოს მთავრობა “აგრესიულად პასუხობს იმ მზარდ საპროტესტო აქციებსა და საზოგადოებრივ კრიტიკას, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომისადმი მის მიდგომას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას”.ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების ოპონენტები და “კრიტიკოსები პოლიტიკური ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან წარმოჩენილნი არიან, როგორც უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი “დიფ სთეითის“ აგენტები, „მოღალატეები“ და „რადიკალები“, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას”.მიღებული კანონები უცხოური დაფინანსების მიმღებ და ფართოდ განმარტებულ „პოლიტიკურ საქმიანობაში“ ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციის უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს და მკაცრ მონიტორინგს უწესებს, “ასევე ყადაღის დადების, სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების და თავისუფლების აღკვეთის რისკის წინაშე აყენებს”, - ნათქვამია ანგარიშში.და ჩამოთვლილია პროცესი და საკანონმდებლო ცვლილებები.”ძირითადი ღონისძიებები მოიცავს 2024 წლის მაისში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, 2025 წლის აპრილში მიღებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.”შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან “გადარჩენის რეჟიმში” განეგრძო საქმიანობა.თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, რომლის ორგანიზაციის ანგარიშებიც დააყადაღეს, Amnesty International-ს ეუბნება,„მათ მოკლეს ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი ინსტიტუცია, და ეს, გულწრფელად რომ ვთქვა, კატასტროფა იყო. ამ ეტაპზე საქმიანობას მოხალისეობრივ საფუძველზე ვაგრძელებთ.“ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც მსგავსი ზეწოლის წინაშე დგანან. მარიამ ნიკურაძემ Amnesty International-ს უთხრა:„ჟურნალისტობა საქართველოში ასეთი საშიში არასდროს ყოფილა… გამოწვევები ყველა მიმართულებით მოდის: ფიზიკური უსაფრთხოება, შემზღუდავი კანონმდებლობა, ციფრული უსაფრთხოება, სისხლის სამართლებრივი დევნა, ხელისუფლების სიძულვილის კამპანიები, ფინანსური არასტაბილურობა და ჩვენი საქმიანობის სივრცის შემცირება“, - ნათქვამია ანგარიშში.”სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ”ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების “ჩამხშობი” საკანონმდებლო ინიციატივებს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპასუხოდ ხელისუფლებამ “სასტიკი დარბევა მოაწყო”:”მშვიდობიან მომიტინგეებს სცემდნენ, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, უკანონოდ ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ხშირად ყოველგვარი გაფრთხილებისა და ტერიტორიის დატოვების უსაფრთხო გზების, ე.წ. უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფის გარეშე”.”2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებისა და მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში ოთხწლიანი „პაუზის“ გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა”, - წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციამომიტინგეები თვითნებური დაკავებების, ძალის უკანონო გამოყენების, სასტიკი ცემისა და წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ.”ბევრი მათგანი აღწერდა, როგორ მოაქციეს პოლიციის კორდონებში, ქიმიურ გამაღიზიანებლების ზემოქმედების ქვეშ, როგორ აიძულებდნენ ცალ-ცალკე გაევლოთ ე.წ. „ცემის დერეფნებში“ და როგორ სცემდნენ სასტიკად დაკავების და პოლიციის ავტომობილებში ყოფნის დროს”, - წერს Amnesty International-იანგარიშში მოყვანილია 2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას მაგალითი, რომელსაც თავში ცრემლსადენი გაზის კაფსული მოხვდა, რის შედეგადაც თავის ქალისა და სახის მრავლობითი მოტეხილობები, ტვინისა და მარცხენა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო.
სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2024–2025 წლებში უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებულთა 78–88 პროცენტი აცხადებდა, რომ დაკავების პერიოდში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში 300-ზე მეტმა დაკავებულმა მომიტინგემ განაცხადა მძიმე ფიზიკური ძალადობის შესახებ, 80-ზე მეტს ტვინის შერყევის, მოტეხილობებისა და ძვლების დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ ასევე ფართოდ გამოიყენა გენდერული ნიშნით ძალადობა, მათ შორის სექსისტური შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და უკანონო და დამამცირებელი გაშიშვლება ჩხრეკის დროს, განსაკუთრებით საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ქალების მიმართ – აღნიშნული მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილი გახლდათ - წერს Amnesty International-ი.”მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა”უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, “საქართველოში სასამართლო სისტემა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა, შედეგად სასამართლოები პროკურატურის მოთხოვნებს ავტომატურად აკმაყოფილებენ და იმ კანონებს აღასრულებენ, რომლებიც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებს არღვევს”.”უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლეები მომიტინგეებს თვითნებურად უფარდებენ უკიდურესად მაღალ ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობებსა და თავისუფლების აღკვეთას იმ საქმეებზე, რომელიც საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული. ამჟამად, 150-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ რჩება პატიმრობაში”, - ნათქვამია ანგარიშში.მასში ასევე საუბარია, ჯარიმებზე, რომელიც დაწესდა გზის სავალ ნაწილზე მოგვიანებით კი ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისას.
“2024 წლის დეკემბერში, მომიტინგეებს გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის მკაცრი ჯარიმები დაეკისრათ – 5 000 ლარის (დაახლოებით 1 800 აშშ დოლარის) ოდენობით, რაც ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასზე ორჯერ მეტია. 2025 წლის დეკემბრისთვის კი მოქალაქეებს უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აჯარიმებდნენ”.უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ “ხელისუფლებამ ვერა და ვერ უზრუნველყო პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ წინააღმდეგობის ჩახშობის დროს ჩაიდინეს. ასობით მომიტინგე სასამართლოს წინაშე ხილული დაზიანებებით წარდგა და სამართალდამცავთა მხრიდან წამებისა თუ სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, თუმცა უშედეგოდ”.ანგარიშში მოყვანილია შემთხვევა, როცა პოლიციელების მიმართ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი.
ასევე ნახეთ
ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი
“ამ დრომდე მხოლოდ ერთ მსგავს საქმეში დადგა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი: 2026 წლის მაისში ხუთ პოლიციელს წაუყენეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალი მომიტინგეებზე თავდასხმისთვის, მას შემდეგ, რაც მათი სავარაუდო დანაშაულები დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა გამოავლინეს”, - ნათქვამია ანგარიშში.Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებსმიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.
როგორ ძალადობენ აქციაზე დაკავებულებზე - დააჭირე ფოტოზე
ხელისუფლების პოზიცია”ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.მათი განმარტებით, მიღებული კანონები გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს, არამედ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მასთან დაკავშირებული რეგულაციები მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ ვინ ფინანსდება უცხოური წყაროებიდან. მათი თქმით, ეს არის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მექანიზმი და არა მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა.პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ საპროტესტო აქციების ნაწილი გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და შეიცავდა:სახელმწიფო შენობებზე შეჭრის მცდელობას;პოლიციელებზე თავდასხმას;ქონების დაზიანებას;ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას.ხელისუფლების მტკიცებით პოლიცია იყენებდა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებებსა და მოქმედებდა საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად.
თეთრი ფურცლის გამო დემონსტრანტების დაკავება - დააჭირე ფოტოზე