← მთავარი
პოლიტიკა

გვარამია სასამართლოში: „მუხლი ვიცი, მაგრამ რა ქმედებაში მედება ბრალი — არ ვიცი”

25 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გვარამია სასამართლოში: „მუხლი ვიცი, მაგრამ რა ქმედებაში მედება ბრალი — არ ვიცი”

კოალიცია „ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ პრაქტიკულად ვერ ხვდება, კონკრეტულად რა ქმედებაში ედება ბრალი.

„მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი. ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ სადღაც ვიდექი. კი, 26 მაისს რუსთაველზე ვიდგები ასევე”, — განაცხადა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე.

მისივე თქმით, საქმე უნიკალურია — ის დადანაშაულებული კი არ არის, მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული. „არაფერი მაქვს სათქმელი, იმიტომ, რომ არაფერია. მე საერთოდ, ფიგურანტები ვინც არიან ამ საქმეში, პრაქტიკულად არაფერი არ არის — მესამე პირების ჩხრეკის ოქმებია, მათ შორის ჩემი მეგობრებისაც.”

პოლიტიკური ლიდერების საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. რვა ბრალდებულიდან სხდომაზე ხუთი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადვოკატების მიმართვებს მოუსმენს.

← მთავარი