კობახიძე „თანამდებობის დატოვებაზე”: ღმერთმა უწყის, მე არ ვიცი — ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდი იღებს
„ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას” — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, „როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო”.
კობახიძემ განმარტა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება” გუნდურად იღებს. მან ახსენა, როგორ დატოვა გარიბაშვილმა პოსტი — „იმიტომ, რომ მამას უნდოდა ასე”; წესის მიხედვით კი ეს გუნდი წყვეტს.
ჟურნალისტების კითხვებს პრემიერმა „არასერიოზული და მოსაბეზრებელი” უწოდა: „2 წლის წინაც, 4 წლის წინაც, სხვადასხვა თანამდებობაზე, შარშანაც, 6 თვის წინაც — ყოველ ჯერ ერთი და იმავე კითხვა. მე არ მბეზრდება, თქვენ თუ არ მოგბეზრდათ — სიამოვნებით მოვისმენ. სამ თვეში ერთხელ ევროკომისიასავით რომ გამოდიხართ — ეს მოსაბეზრებელია.”
გუშინდელ ბრიფინგზე — რომელიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა — კობახიძემ ახსნა, რომ გუნდს ივანიშვილის „განსაკუთრებული ინტელექტისა და კომპეტენციის” მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვს: „რომ არა მისი გამოცდილება, ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელი, ყოფილიყო ისეთ გარემოში გადარჩენა, რა გარემოშიც ქვეყანა იმყოფებოდა.”