← მთავარი
პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ელჩი გერმანიაში 8 თვე — რწმუნებათა სიგელები ჯერ კიდევ არ გადაუცია

30 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ქართული ოცნების” ელჩი გერმანიაში 8 თვე — რწმუნებათა სიგელები ჯერ კიდევ არ გადაუცია

„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე კარტოზია — შევარდნაძის მთავრობის ყოფილი განათლების მინისტრი — გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშნა. 8 თვის შემდეგ, „ფორმულას” ინფორმაციით, მან გერმანიის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ გადასცა რწმუნებათა სიგელები — ოფიციალურ აუდიენციაზე არ დაუბარებიათ.

საერთაშორისო დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, სანამ ელჩი ამ პროცედურას ვერ გაივლის, მასპინძელი სახელმწიფო მას მისიის ხელმძღვანელად ოფიციალურად არ ცნობს. შესაბამისად, ბერლინში ალექსანდრე კარტოზიას ოფიციალური სტატუსი ამ დრომდე განუსაზღვრელი რჩება.

← მთავარი