← მთავარი
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭება — ყოველთვიური დანამატი 1 360 ლარი

26 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭება — ყოველთვიური დანამატი 1 360 ლარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონის ცვლილების საფუძველზე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება. ამ რანგს ყოველთვიური 1 360 ლარის დანამატი ახლავს.

კანონპროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განიმარტება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. ახსნა-განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას. მიზანშეწონილია მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს.”

კანონპროექტი ამასთან ერთად დიპლომატიის აკადემიის შექმნასაც ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება 13 600 ლარია.

← მთავარი