← მთავარი
პოლიტიკა

დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია “სპეკულაციას” უწოდებს ცნობებს, რომ საპატიმროში პარტია დროას თავმჯდომარესთან, ელენე ხოშტარიასთან ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. სალიას თქმით, “ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა”. 

ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ტყუილია, რომ დიაგნოზები არ დადასტურდა - ”შეიძლება ის რაღაც სხვა დიაგნოზზე საუბრობს და ჩვენ სხვაზე, არ ვიცი” - ამბობს თუთბერიძე.

ასევე, მისი თქმით, არ მოუთხოვიათ, რომ ექიმს თან ჰქონოდა ლიცენზია.

“პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი გავცეთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას?  იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს არის ყველაფერი და მერე მეტყვით, რომ ეს არ არის სპეკულაცია? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა ეს მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა;

უბრალოდ, ვერ მოხდა მათი მხრიდან დოკუმენტების მოწოდება. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი და შემდგომ უკვე გვეცოდინება, რა მდგომარეობაა იმ კონკრეტული მიმართულებით, იმ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვა ელენე ხოშტარიამ ამ კონკრეტული ექიმის ვიზიტი ციხეში”. - თქვა სალიამ პრესსამსახურის ცნობით. 

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა პარტია დროას ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ციხეში არ შეუშვა და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. ხოშტარიას ადვოკატის თქმით კი, განაცხადი სწორედ იმ ფორმით შეიტანეს, რა ფორმითაც პენიტენციურმა სამსახურმა ითხოვა.

პარტიის შეფასებით, “ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა”, ასევე, “პროცესის აბსოლუტურად შეგნებული დაზიანება და გაჭიანურება”.

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება 24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

“დროა” პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

← მთავარი