სააკაშვილი: ოპოზიცია არარელევანტური ცნებაა — საჭიროა ჰორიზონტალური წინააღმდეგობა
სიტყვა „ოპოზიცია” არსებული მკაცრი რეჟიმის პირობებში არარელევანტურია — ახლა ცალ-ცალხე განბნეული პარტიებისა და სოციალური ქსელის „კუთხეების” ნაცვლად საჭიროა დეცენტრალიზებული, ჰორიზონტალური, რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს.
სააკაშვილის განცხადებით, „ყველაფერი უნდა გადაწყდეს” ოპოზიციის სიმამაცით, ორგანიზებულობით და ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერების მიერ.
„გახსოვთ ‘მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გამოვა?’ — ჩამოვედი, ავხმაურდით, ვიმოძრავეთ და გავჩერდით. ახლა მესმის ‘თუ მიშა არ გამოვა, არაფერი არ გამოვა’ — ეს არაფრის მომცემი ლოზუნგია და მაინც მთავარი გაბატონებული ნარატივია,” — წერს ყოფილი პრეზიდენტი.
დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით სააკაშვილი განმარტავს: ამერიკის დელეგაციის ბოლო ვიზიტი ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხს საქართველოში სერიოზულად არ ეხება — ივანიშვილთან კი ითანამშრომლებს ზუსტად იმ ზომამდე, რამდენადაც ის ჩინეთისგან დისტანცირდება.
ევროპა, ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ამჟამად სრულად უკრაინის პრობლემებითაა დაკავებული და საქართველოსთვის ძირითადად ევროპარლამენტის რეზოლუციების დონემდე ცლის — ეს რეზოლუციები კი ჯერჯერობით კონკრეტულ ქმედებაში არ გადაქცეულა.
„ამიტომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს ჩვენი სიმამაცით, ორგანიზებულობით და ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერების მიერ — ისევე, როგორც 2014 წლის მაიდანზე, გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლვოვის შემოგარენის პატარა მაღაზიის მფლობელმა, ვოლოდიმირ პარასიკმა, რომელმაც ჩაშალა ოპოზიციისა და იანუკოვიჩის გარიგება,” — დასძენს სააკაშვილი.