ხაბეიშვილი ციხიდან: კობახიძე „გამზადებულია დასაკლავად”, შემცვლელებად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში მმართველ გუნდში შიდა კლანური დაპირისპირებაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძე ამჟამად პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, ხოლო მის შესაძლო შემცვლელებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი განიხილება.
„ქართული ოცნების” სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას ხაბეიშვილი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს: „მდინარაძის განცხადება სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ. კობახიძე vs ჯაფარიძე — ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.”
ხაბეიშვილის წერილი მოქმედებისკენ მოწოდებითაც სრულდება: „კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი სჭირდება. უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, „დაველოდოთ”, „თავისით მოხდება” პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას.”
ხაბეიშვილი ასევე ითხოვს, რომ მხარდამჭერებმა ფოსტის მეშვეობით მოუწეროს — მათ უფლება მისცეს წერილები მიიღოს.