ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერმინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შევხვდი შალვა პაპუაშვილს, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე, ბევრი რამ ვისწავლე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობების გაძლიერება.
მისი თქმით, „არსებობს რაღაცები, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოცნებები ჩვენი ევროკავშირის გზის, ევროინტეგრაციის პროცესის დასრულებაზე.
„მჯერა, რომ არსებობს რაღაცები, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოცნებები ჩვენი ევროკავშირის გზის, ევროინტეგრაციის პროცესის დასრულებაზე, რადგან ვიცი, რომ მომდევნო ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში სრულუფლებიანი წევრი ქვეყნები ვერ გავხდებით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა შევქმნათ ჩვენი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების ხარისხი, რომ მივიღოთ რაღაც ევროკავშირისგან, რაც შეიძლება იყოს უნიკალური ბაზარი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ღია საზღვრებს. სწორედ ეს არის ის რეალური სარგებელი, რომლის მიღწევაც შეგვიძლია ჩვენი ერების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ერთ დღეს ჩვენ ყველანი ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ ეს ძალიან მალე არ მოხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან რაციონალურები, ძალიან რეალისტები, და ვფიქრობ, რომ ეს ახალი მიდგომა, რომელიც კანცლერმა მერცმა და პრეზიდენტმა მაკრონმა წამოიწყეს, შეიძლება იყოს კარგი გზა, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს ბიუროკრატიული ფორმალობები არ აინტერესებთ, მათ საკუთარი ცხოვრება აწუხებთ, თავიანთი შვილების მომავალი აწუხებთ. სწორედ ეს არის ის, რაზეც ხალხი ღელავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება, რათა მივაღწიოთ ამ მიზნებს“, — განაცხადა ვუჩიჩმა.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა.