← მთავარი
პოლიტიკა

"სკამების დატოვება ყველაზე ცუდი არჩევანია" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ჰააგის დეკლარაცია", საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით

8 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge

„ვფიქრობ, პარლამენტის სკამების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია, ვინაიდან დემოკრატია გულისხმობს ერთად ყოფნას და კონფლიქტების მოგვარების მცდელობას“, - ასე მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პერე ჟოან პონსმა საქართველოს დელეგაციის წევრ ნიკოლოზ სამხარაძეს, რომელმაც ჰააგის დეკლარაციისთვის კენჭისყრამდე დელეგაციის სახელით გააკეთა განცხადება „პროტესტის ნიშნად“ სხდომის დატოვების შესახებ.

8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, 33-ე ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, რომელშიც საქართველოს შესახებ ჩაიწერა, რომ საპარლამენტო ასამბლეა:

დეკლარაციაში შევიდა ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარდგენილი ფორმულირებებიც, რომლებიც მანამდე მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაამტკიცა და 8 ივლისის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების მოთხოვნა არ დამდგარა. უილსონის მიერ ინიცირებულ მუხლებში კი წერია:

„[ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა] შეშფოთებულია საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები, ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და კენჭისყრის ფარულობის დაუცველობის ჩათვლით“.

“შეშფოთებულია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გაყალბების ნიშნებით, ხმის გაყალბებით, ამომრჩევლის მოსყიდვაზე ცნობებით, „საარჩევნო კარუსელით“ და ოპოზიციის დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლით“.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას:

8 ივლისს, “ჰააგის დეკლარაციაზე” კენჭისყრის დაწყებამდე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა:

„იმის გამო, რომ შესწორებული დეკლარაციის ნაწილი განზრახ ამახინჯებს პოლიტიკურ რეალობას საქართველოში, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს და ახდენს არჩევნების შესახებ და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშების თვითნებურ ინტერპრეტაციას, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პროცესში. ორმაგად სამწუხაროა, რომ იძულებული ვართ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. ვთხოვ სამდივნოს სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის პროცედურების ჩანაწერებში და მსურს აგრეთვე გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდის პარლამენტს შესანიშნავი მასპინძლობისა და ღონისძიების შესანიშნავად ორგანიზებისთვის“.

ნიკოლოზ სამხარაძემდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის 8 ივლისის სხდომაზე განცხადებებით გამოვიდნენ ლევან მახაშვილი და ეკა სეფაშვილი. ორივე მათგანი ამტკიცებდა, რომ ჰააგის დეკლარაციის პროექტში საქართველოს შესახებ შესული მუხლები „რეალობას ამახინჯებს“, შეიცავს „ცალმხრივ ინტერპრეტაციებს“, არ ეყრდნობა ფაქტებს, რომ ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება იყო „მკაფიოდ დადებითი“ და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი „გადაუმოწმებელ წყაროებს“ დაეყრდნო.

ლევან მახაშვილმა განაცხადა:

„ეუთო/ოდირს არ გამოუტანია დასკვნა, რომ არჩევნები გაყალბდა. და მაინც, ეს ასამბლეა აპირებს გააყალბოს ოდირის ანგარიში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში არ ასკვნის არაფერს, არამედ მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს. თუმცა, ეს ასამბლეა აპირებს წარმოაჩინოს ისინი დადასტურებულ ფაქტებად.

ანგარიშვალდებულება დადგა, როგორც დემონსტრანტების, ისე პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიმართ. თუმცა, ეს ასამბლეა აპირებს განაცხადოს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ ისინი, ვინც ცეცხლი წაუკიდა პარლამენტს, იერიში მიიტანა საპრეზიდენტო სასახლეზე და დააზიანა ასობით პოლიციელი. ასეთი მზარდი პოლიტიზაცია ეუთოს უწყებებსა და ინსტრუმენტებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმიდან აქცევს შერჩევითი პოლიტიკური შურისძიების იარაღად. ორმაგი სტანდარტები არ აძლიერებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, არამედ ფიტავს მას“.

ეკა სეფაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირისა და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის საკუთარი ინტერპრეტაცია გააცნო ასამბლეას:

„საპარლამენტო ასამბლეა დღეს ამტკიცებს დეკლარაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც იყო მკაფიოდ პოზიტიური - ხაზს ვუსვამ ანგარიშის ამ ასპექტს.

მეტიც, დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი ეყრდნობა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, რომელიც მიუთითებს მხოლოდ ბრალდებებზე. ამასთან, ანგარიშის ავტორი თავად აცხადებს, რომ მან გამოიყენა გადაუმოწმებელი წყაროები. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრის ინტერესებს, მათ შორის - რუსეთის ფედერაციისა. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ნოყიერ ნიადაგს ქმნის რეალობის არასწორად აღქმასა და საქართველოს მცდარად აღქმას“.

ეუთო/ოდირის სადამკვირველო მისიის მიერ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში უკიდურესად კრიტიკული იყო და უამრავი რეკომენდაციის გარდა, მასში გამეორებულია სადამკვირვებლო მისიის განცხადება:

„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა, არჩევნები ჩატარდა დამკვიდრებული პოლარიზაციის ფონზე, გარემოში, რომელიც დამძიმებული იყო ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობით და მისი გავლენით ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, შეეכלოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალა მეტად პოლარიზებული იყო. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ფართო მასშტაბს ინარჩუნებდა. ამ გარემოებამ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად, გამოიწვია შეშფოთება იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა, ზოგიერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე. საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდიდა კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფართო სპექტრს მოიცავს და მისი ავტორი ათობით რეკომენდაციას სთავაზობს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო აქტორებს, მათ შორის - საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის მისაღწევად საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

← მთავარი