ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევნებს ესწრებოდა პუტინის მთელი სპეცსამსახური
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ სამების საკათედრო ტაძარში გამართულ პატრიარქის არჩევნებს კრემლთან დაკავშირებული ფიგურები ესწრებოდნენ.
ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ასახელებს: ლევან ვასაძეს — „ფსბ-ს კადრად” მოხსენიებულ პირს; მაკა ასათიანს — „ბორტნიკოვის სპეცსამსახურიდან”; გოგა ხაინდრავას — „კგბ-ს საბჭოთა პერიოდის რეზიდენტს, ერის დაუძინებელ მტერს”; ბიზნეს ოლიგარქ პაპაშვილს; და ვანო ჩხარტიშვილს — „რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტ მილიარდერად” წარმოდგენილ პირს.
„ვერასოდეს მივიღებ და გავიგებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევას ესწრება ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური. იქნებ პასუხი გაგვცენ — ვინ გამოუწერა ამ კრემლის ყურებს საშვები?” — წერს ნათელაშვილი.
ლეიბორისტმა ასევე გაიხსენა, რომ „სწორედ გუშინ ცხინვალის რეგიონი პუტინმა პრაქტიკულად მიუერთა რუსეთის ფედერაციას”, და ხელისუფლებას მოუწოდა, „ნუ გადააქცევთ ამ დღეს მაინც პუტინის ბენეფისად.”
ფონად: გაფართოებული საეკლესიო კრება სამების ტაძარში 13:00 საათზე გაიხსნა. სამი კანდიდატიდან — შიო მუჯირი, იობ აქიაშვილი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი — 22 ხმით გაიმარჯვა შიო მუჯირმა. სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.