← მთავარი
პოლიტიკა

„არ მჯერა... ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა" - უპასუხა ნინო წილოსანი პუტინის მრჩევლის თბილისში ვიზიტზე

16 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„არ მჯერა... ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა

„არ მჯერა… ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა” - უპასუხა ნინო წილოსანი პუტინის მრჩევლის თბილისში ვიზიტზე

პოლიტიკა • 5:48

“არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. არ მჯერა თქვენი ზოგადად არც ერთ შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში. თუ ასეთი ფაქტი, ან ისეთი პიროვნება რომელიც კანონის დარღვევით არის შემოსული მოხდა, ჯობდა რომ შესაბამისი უწყებისთვის მიგემართათ. ერთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ჩანს, თქვენთან ჩამოდის იმიტომ, რომ თქვენს გარდა არავინ არ იცის ხოლმე ეს ინფორმაცია და ალბათ რომ მიწვევთ და ჩამოიყვანთ, წინასწარ ჯობია რომ გვითხრათ….ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით თქვენთან ჩამოვიდა” | უპასუხა ნინო წილოსანმა ტვ პირველს პუტინის მრჩევლის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. რუსული მედიიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისში 14-15 ივნისს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი იმყოფებოდა. ის კინოსპექტაკლების - „ცირკის პრინცესა“ და „რევერსი“- ჩვენებებს დაესწრო.

← მთავარი