პაპუაშვილი ოპოზიციის 26 მაისის აქციაზე: „Facebook-ბაბლია, ვისაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას „ფინალური აკორდი” უწოდებს და ოპოზიციის „Facebook-ბაბლს” ადარებს.
„ვფიქრობ, გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის „ნაცმოძრაობის” ღონისძიებას სააკაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები — გვარამია, ბოკერია, ვაშაძე — ორგანიზებდნენ. „ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი — ეს არის Facebook-ბაბლი, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი ფრენდლისტია,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ: 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის” მონაწილეები თსუ-ის I კორპუსიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. შსს-ს მხრიდან საჭირო აპარატურის შეტანაზე უარის მიუხედავად, საპროტესტო ღონისძიება მაინც ჩატარდა. აპარატურის მიმტანი მძღოლი 1 000 ლარით დაჯარიმდა.