„ვიმედოვნებ, გააძლიერებს რუსეთ-საქართველოს ეკლესიების ისტორიულ კავშირს” — ოლისოვი შიო III-ს ულოცავს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს მილოცვის წერილი გაუგზავნა.
წერილში ოლისოვი ახალ პატრიარქს „ხსოვნისადმი ღირსეულ მემკვიდრედ” მოიხსენიებს და გამოხატავს იმედს, რომ შიო III-ის მსახურება „შეუწყობს ხელს რუსეთისა და საქართველოს დაძმობილებულ ეკლესიებს შორის ტრადიციული ნდობაზე დაფუძნებული კავშირების განმტკიცებას”.
„ცნობილმა 1700 წლის იბერიის ეკლესიამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დანამატმა, იპოვა ახალი წინამძღვარი და ღირსეული მემკვიდრე მარად ხსოვნისადმი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობისა. რუსეთმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო ასეთი გამოცდილი ეპისკოპოსის არჩევის ამბავი, რომელიც ცნობილია მამობრივი სიბრძნითა და საყოველთაო მართლმადიდებლობის კანონიკური საფუძვლებისადმი უკომპრომისო ერთგულებით”, — ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად 11 მაისს აირჩია. 12 მაისს მას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაცია ჩაუტარდა.