← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ირაკლი კობახიძემ ეუთოს ჰააგის დეკლარაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. მისივე განმარტებით, “ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა”, რაც “ტრაგიკული მოვლენაა”.

გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს

გიორგი გახარია: ნაცვლად იმისა, რომ ოცნებამ OSCE PA ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე

“ტექსტი [ეუთოს ჰააგის დეკლარაცია] შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ნუ, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, რა თქმა უნდა, ამ აქტიდან”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია “საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

← მთავარი