ციხიდან ბრძოლა: მელია სააკაშვილს „ის კაცი” დაასახელებინებს — ან პასუხი გაეცემა
29 მაისს ნიკა მელიამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ეპასუხა — და მოუწოდა, „ის კაცი” საბოლოოდ დაასახელოს.
სააკაშვილის ბრალდება
21 მაისს სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა ისაუბრა 2021 წელს მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ „ღალატზე.” „მუდმივად მეუბნებოდა — ჩამოდი, ჩამოდიო. 2020-ში, რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ხელისუფლებას. მეორეჯერ კი ორ საათში ჩემი მონაცემები ძალოვან სტრუქტურებს გადასცა,” — განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, ვინაობა კვლავ არ დაუსახელებია.
27 მაისს, მედიაში სპეკულაციების ფონზე, სააკაშვილმა დაზუსტა: „ეს საკითხი არ ეხება არცერთ მოქმედ პოლიტიკოსს.” ნიკა მელიაზე ეჭვს, მისი თქმით, საფუძველი არ აქვს — „ის ამ საქმეში საერთოდ არ ყოფილა.” თუმცა, იმავე პოსტში, სააკაშვილმა მელია „კამპანიის დაშლაში” დაადანაშაულა.
მელიას პასუხი
„სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს,” — წერს ნიკა მელია. სააკაშვილის ბრალდება „ტყუილი და ცილისწამებაა.” „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტნიორი უნდა ვიყო.”
მელია ასევე სააკაშვილს მოუწოდებს, „მოჰყვეს” — ვინ ატარებდა 2022 წელს, ვივამეში ყოფნის დროს, მის სახელით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს: „ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო და 2022 წლის ბოლოს სად გადააგდეს სააკაშვილი?” — კითხულობს ის. ვინაობას ვერც ის ასახელებს.
ხუთი წლის განმავლობაში ამ თემაზე არ საუბრობდა, ახლა კი ამბობს: „ის ჩემ ადგილზე ასჯერ მოჰყვებოდა. ახლა ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს — ჩემი დუმილი მართებული აღარ არის.”