← მთავარი
პოლიტიკა

მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5,3 მილიონ ლარს გამოუყოფს

22 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5,3 მილიონ ლარს გამოუყოფს

26 მაისს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის ღონისძიებების დასაფინანსებლად, ირაკლი კობახიძის ხელისუფლება სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს. შესაბამის განკარგულებას 21 მაისის თარიღი უდგას.

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 5 300 000 — ხუთი მილიონ სამასი ათასი — ლარი,” — წერია განკარგულებაში.

← მთავარი