← მთავარი
პოლიტიკა

ზოგიერთი ტარტაროზი დღეს ცდილობს ქართველი ერის მრწამსის დამცირებას - ირაკლი კაკაბაძე

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ზოგიერთი ტარტაროზი დღეს ცდილობს ქართველი ერის მრწამსის დამცირებას - ირაკლი კაკაბაძე

„ზოგიერთი ტარტაროზი დღეს ცდილობს ქართველი ერის მრწამსის დამცირებას და მის დაყვანას სექსუალური აქტის დონეზე“ - ირაკლი კაკაბაძე

        სოცმედია • 1:15

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:

ვინ ვარ მე და რას ნიშნავს მართლმადიდებელი ლესბოსელი. პასუხად ბინძურ დეზინფორმაციას. ახლახანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩემი დიდი ინტერვიუს პატარა და კონტექსტიდან სრულებით ამოგლეჯილი ნაწყვეტი, სადაც გარკვეული მედია-საშუალებები მაბრალებენ მორწმუნე ადამიანების შეურაცხყოფას და მიწოდებენ ‘ოპოზიციის პროპაგანდისტს’. ამ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც მთლიანად ტყუილია მოჰყვა მუქარები ჩემი მისამართით და ბევრი ადამიანის შეცდომაში შეყვანა, რომელთაც ამ სრულიად გაყალბებული კადრებით აფიქრებინეს, თითქოს მე ვიღაცის რწმენას დავცინი. ეს არის სრულიად უსინდისო დეზინფორმაცია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება. ამ ეპიზოდში მე ვლაპარაბოდი ერთ-ერთ მეტად პატივცემულ ქალბატონზე, რომელიც არის დისიდენტი და რომელიც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს და ამისათვის მე მას დიდ პატივს ვცემ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე ვთქვი რომ ვარ ფემინისტი 1993 წლის 28 აპრილიდან, რაც ქალბატონების თანასწორობის უფლებების დამცველს ნიშნავს და უკვე დიდი ხანია ვარ მართლმადიდებელი ლესბოსელი. ეს სრული სიმართლეა და არავის დაცინვას ეს ფრაზა არ შეიცავს აბსოლუტურად და პოზიტიურად. პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა რომ არც პოზიციის და არც ოპოზიციის პროპაგანდისტი არასდროს ვყოფილვარ და ორივე მათგანს ყოველთვის ვაკრიტიკებ საკმაოდ მწარედაც. ჩემი უკანასკნელი პოლიტიკური აქტივობა იყო 1990 წლის ოქტომბრის ბოლო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე და დავტოვე საქართველოს ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირი. მე ვარ სოციალური მეცნიერი და მწერალი უკვე დიდი ხანია და ვიცავ კიდეც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ამავდროულად ვიცავ ჩემს ქვეყანას, მრწამსს და აღმსარებლობის თავისუფლებასაც. ინტერვიუებს იშვიათად ვთანხმდები. ახლა ის, თუ რატომ ვცემ დიდ პატივს მართლმადიდებელ ლესბოსელებს და რატომ მივიჩნევ თავს მათს სულიერ ძმად და მათდარად. მოგეხსენებათ, რომ კუნძული ლესბოსი საბერძნეთის ნაწილია და ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა. ნიკეის კრების შემდეგ აქ ოფიციალური რელიგია იყო მართლმადიდებლობა. მანამდე, უკვე ახალი წელთაღრიცხვის 1-ლი საუკუნიდან ლესბოსის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანი გახდა და მე-4 საუკუნეში მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო. 1054 წელს, ‘დიდი სქიზმის’ შემდეგ, მოგეხსენებათ რომ ლესბოსი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ამ კუნძულზე რამოდენიმე ქრისტიანი წმინდანი მოღვაწეობდა. მათს შორისაა.რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მართლმადიდებელ წმინდანს, აქ რამდენიმე კანდიდატია: მე-9 საუკუნის ასკეტი წმინდანი ქალი თეოკისტე, წმინდა რაფაელ ლესბოსელი, ნიკოლოზ ლესბოსელი და ირინე ლესბოსელი. მაგრამ, ყველა ამ წმინდანებს შორის გამოირჩევა ჩვენი თანამემამულე წმინდა გიორგი გურჯი (ივერიელი). მოგეხსენებათ, რომ 1462 წელს ეს კუნძული ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და ამის შემდეგ 450 წლის განმავლობაში იქ ქრისტიანობა იდევნებოდა. სწორედ ამ პერიოდში ეწამა საკუთარი მრწამსისათვის დიდი ახალმოწამე წმინდანი გიორგი გური ივერიელი). ის პატარაობაში მოიტაცეს საქართველოში და ტყვედ გაყიდეს თურქეთში. მას იქ რჯული შეუცვალეს და ასე ცხოვრობდა ეს დიდი წმინდანი მანამ, სანამ არ გადაწყვიტა მისი წინაპრების მრწამსს დაბრუნებოდა 1769 წლის დასასრულს. ამ ფაქტის შემდგომ მას მოსთხოვეს საკუთარი მრწამსის შეცვლა. როდესაც მან მტკიცე უარი განაცხადა, ის აწამეს და 1770 წლის 2 იანვარს (დღევანდელ 15 იანვარს) ჩამოხრჩვეს. ეს დიდი ქართველი წმინდანი მოწამებრივად აღესრულა და მისი წმინდანად აღიარება მოახდა საბერძნეთშიაც და საქართველოშიაც. ეს დიდი ქართველი წმინდანი სწორედაც რომ მართლმადიდებელი ლესბოსელი იყო და მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა საკუთარ მრწამსს. აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა უნდოდეს დღეს ნებისმიერ ქრისტიან და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ადამიანს რომ იდენტიფიცრდებოდეს მასთან და სხვა წამებულ ლესბოსელებთან? რა არის ამაში დამამცირებელი? პირიქით ეს ამამაღლებელია ყველა ნამდვილადმორწმუნისათვის, როდესაც ის ცდილობს რომ წმინდა გიორგი გურჯი გაიხადოს მისი ცხოვრების ერთ-ერთ იდეალად. რაც შეეხება ფემინიზმს, ეს არის ქალების უფლებების დაცვა და ღვთისმწობლის წილხევდრ ქვეყანაში რატომ არ უნდა დაიცვას ყველა მამაკაცმა ქალბატონების უფლებები კიდევ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი. ამასაც ბევრმა ჩვენმა კომპატრიოტმა შესწირა თავი. ამ ბინძური დეზინფორმაციის მიზანი ისაა ზუსტად რომ სიძულვილი დათესოს და ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და ისინი გაუნათლებელი გაბოროტების მორევში ჩაითრიოს. ამ დეზინფორმატორებმა ან არ იციან რომ კუნძული ლესბოსი მართლმადიდებლური მრწამსის მნიშვნელოვანი ადგილია და სწორედ აქ იყო ბევრი გამორჩეული წმინდანი, მათს შორის ქალიც და ასკეტი ქალიც და ამავე დროს ქართველი (ივერიელი) ახლადმოწამეც. ზუსტად ეს გახლავთ ჩვენს სარწმუნეობაზე უსინდისო თანდასხმა და მორწმუნე ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ტარტაროზი დღეს ცდილობს ქართველი ერის მრწამსის დამცირებას და მის დაყვანას სექსუალური აქტის დონეზე. ლესბოსი პირველ რიგში კუნძულის სახელია, რომელიც ნიკეის კრების პერიოდიდან მართლმადიდებლობის სავანეა.აუცილებელია, რომ ამ ბინძური დეზინფორმაციის ავტორებმა სასწრაფოდ მოიხადონ ბოდიში მათი სამარცხვინო საქციელისათვის და შეწყვიტონ ყოვლად გაუნათლებელი სიცრუის გავრცელება.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა“ - ბაია პატარაია კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზე
                        ბაია პატარაია სოცქსელში წერს:რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა. არ ვიცი, თუ ყოფილხართ, მაგრამ კიევ-პეჩორის ლავრა მთელი ქრ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:48
                
            
                        
                 
                
                    
                          აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია
                        აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია.  ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 2:41
                
            
                        
                 
                
                    
                          მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს
                        შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 2:40
                
            
                        
                 
                
                    
                          „სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”? აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?! ხოოო, მაშინ ხოოო“ - ზურაბ ბატიაშვილი რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე
                        ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს რუსებმა კიევ-პეჩერის ისტორიული ლავრა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”?აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?!...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:21
                
            
                        
                 
                
                    
                          რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს
                        რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს | ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს:  "ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 1:39
                
            
                        
                 
                
                    
                          „ბატონო ბიძინა, თქვენ ხომ მასონების გეშინიათ, არ გიყვართ და რაც დაიბადეთ, მას მერე, უთანასწორო ბრძოლაში ხართ მასონებთან. თქვენმა პრემიერმა, თქვენ დაგაბრალათ, რომ ხართ მასონი. გროსმაისტერი დაგიძახათ“ - გუბაზ სანიკიძე
                        ყოფილი პარლამენტარი, გუბაზ სანიკიძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს: კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ეს არის გროსმეისტერიო, ჯერ ერთი, გერმანული მაგან იცის, მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა. მერე თქ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 1:21
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი