← მთავარი
პოლიტიკა

სააკაშვილი: ჩემი კანდიდატია ჟორჟოლიანი

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სააკაშვილი: ჩემი კანდიდატია ჟორჟოლიანი

„ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი“, - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. შესაბამისად, მას პარტიაში რაიმე თანამდებობის დაკავება არ შეუძლია.სააკაშვილის ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა პატიმრობაში მყოფ ქალ პოლიტიკოსზე, ელენე ხოშტარიაზე, მოგვიანებით კი, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემის დროს აღნიშნა, რომ „ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ…“:„სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა…“

ასევე ნახეთ

ადვოკატი: ელენე ხოშტარიას აუცილებელი მკურნალობა სჭირდება

თინა ბოკუჩავა ენმ-შითინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება. რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ პარტიას უერთდებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი - მოგვიანებით ჟურნალისტმა თქვა, რომ მას პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი თქვა.ბოკუჩავას ამ საკითხზე კითხვები გუშინ, 16 ივნისს „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში დაუსვეს. „ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია… მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ… პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო“, - თქვა პასუხად ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ

ბოკუჩავა პოლიტიკურ ჭორაობას უწოდებს ჟორჟოლიანისთვის ენმ-ს თავმჯდომარეობის შეთავაზებას

ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“10 ივნისს პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია, თქვა „მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.ფეისბუქპოსტში სააკაშვილმა ახსენა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც:„ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“.გუშინ, 16 ივნისს თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა „ნდობის მანდატისთვის“.

ასევე ნახეთ

სააკაშვილი: შევთანხმდით, შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანი: მოლაპარაკების ეტაპია

პარტიაში ცვლილებების დაანონსების მეორე დღეს, 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა.„თავიდან, მოლაპარაკების პირველი რაუნდი იყო თავმჯდომარეობა - ჩემს თავს ვერ ვხედავ. მე ვთვლი, რომ „პური მეპურემ უნდა აცხოს“ და ადამიანებს რომ განცდა აქვთ ყველაფერი შეუძლიათ, ამან დაღუპა ეს ქვეყანა („ქოცების“ პრეზიდენტს ვგულისხმობ). ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი კომპეტენცია გვაქვს და რისი - არა…თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟორჟოლიანმა.

ასევე ნახეთ

„შემიძლია მიშას ტემპი შევიტანო“ - რა გეგმითა და ინტერესით მიდის ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ში

ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით და მისი ამ მოსაზრების შესახებ ინფორმირებულია სააკაშვილიც.

← მთავარი