← მთავარი
პოლიტიკა

15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია

14 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა, ინფორმაციას ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

15 ივნისს სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.” - წერია განცხადებაში.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვუჩიჩს 18 დეკემბერს შეხვდა. ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მათ სერბეთის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული  მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყაველაშვილმა ვუჩიჩი საქართველოში მიიწვია.

← მთავარი