„იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე
„იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად“ - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა • 2:15
სალომე სამადაშვილი სოცქსელში პაპუაშვილის ევროკავშირზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად. ევროკავშირში დღეს უკრაინის გაწევრიანების სხვადასხვა მოდელზე მიდის მსჯელობა. მიზანია, რომ გაწევრიანება სწრაფად მოხდეს. ჯერ შეთანხმებული არაფერია, მაგრამ განიხილება საწყის ეტაპზე ‘ასოცირებული წევრის’ ახალი სტრატეგიაც. როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული მიზეზებით, ეს იდეა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდება. საეჭვოა, რამდენად რეალიზებადია გაწევრიანების არსებული პროცესების მიღმა რაიმე ახლის მოგონება, თუმცა ეს მსჯელობა აქტუალური თემაა დღეს ბრიუსელში.ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ეს დისკუსია საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს. აშკარაა, რომ თუ 2024 წელს ‘ღირსებით ევროპისკენ’ ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე ‘შორს უღირსი ევროპისგან’ ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში. საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა გაუქმდეს უახლოეს მომავალში-ესაა რუსების შემდგომი ამოცანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიზნისკენ ქოცური პროპაგანდა