პოლიტიკა
ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა „ჯერ საქართველოს” შეუერთდა
სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა „ჯერ საქართველოს” შეუერთდა.
ჩეჩელაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო. მოძრაობაში გაერთიანებულ გუნდს ის პატრიოტ, სერიოზულ და კოლექტიური აზროვნების ადამიანებად ახასიათებს, რომელთა ამბიციებიც პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომებს ეფუძნება.
„ჯერ საქართველოს” კვინტესენცია ჩეჩელაშვილის შეფასებით ერი-სახელმწიფო და სამოქალაქო ნაციონალიზმია — „რადგან სამოქალაქო ნაციონალიზმი აძლიერებს ერს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მდგრად განვითარებას,” — ასაბუთებს იგი.