მდინარაძე: შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს, 5-6 კმ-ს რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ საფეხურზე, როგორც ეს არის დღეს.
[…] თუ ამის მატერიალური შეასაძლებლობა და ნება აქვს, მსოფლიოში ნებისმიერი სპეცსამსახური ცდილობს, რომ ასეთი ულტრათანამედროვე სისტემები შეიძინოს, იმისთვის, რომ იქნება ეს თანამდებობის პირი, ჩატარებული ფორუმი თუ დიპლომატიური მისია იქნება ჩამოსული, მათი დაცვისა თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება, ამ ობიექტების დასაცავად, ულტრათანამედროვე ტექნიკით იყოს შეიარაღებული.