საქართველოს დიპლომატიის აკადემია სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას
კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2027 წლის სექტემბრიდან საქართველოში ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — დიპლომატიის აკადემია — ამოქმედდება. კონცეფცია განათლების სამინისტრომ შეიმუშავა.
კობახიძის განცხადებით, არსებული კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის სათანადო მომზადებას. ახალი აკადემია შეავსებს ამ ხარვეზს და მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს დიპლომატიური სამსახურისთვის.
„უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სწავლებასა და კვლევას. ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის”, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს კონცეფციის მომზადებისთვის. ავტორიზაციის გავლის შემდეგ აკადემია ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.