← მთავარი
პოლიტიკა

საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად ვართ — ზახაროვა

4 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად ვართ — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად არის — თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს.

„ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, ყურადღებით მოუსმენს თავისი ხალხის ხმას, რეალურ შესაძლებლობებს დაინახავს და მათ გამოიყენებს,” — განაცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობები კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყაროს.

„ბევრი რამ იქნა მიღწეული ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ჰუმანიტარული გაცვლის სფეროში. ყველაფერი ვითარდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებები — საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტების სავიზო მოთხოვნის გაუქმება,” — განმარტა ზახაროვამ.

2024 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმი გაუქმდა ასევე საქართველოს მათ მოქალაქეებზე, ვინც რუსეთში სასწავლებლად, სამუშაოდ ან ხანგრძლივი ბინადრობის მიზნით ჩადის.

← მთავარი