ამერიკელი კონგრესმენი კობახიძეს: „ქართული ოცნება” ირანულ ტერორიზმს უჭერს მხარს
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ „აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ემუქრება ჰადსონის ინსტიტუტს — იმის მხილების გამო, რომ „ქართული ოცნება” ღრმად უჭერს მხარს ირანულ ტერორიზმს, რომელიც ამერიკელებს კლავს.”
საფუძველი — ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში, რომელიც ქართველი მკვლევარის გიორგი კანდელაკის ავტორობით საქართველოში ირანის გავლენების ზრდაზე საუბრობდა. კობახიძემ ამ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა: „შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით.”
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი კობახიძეს გამოეხმაურა: „ფაქტები მუქარითა და ბაქიბუქით არ იცვლება. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება — თქვენ ქართული ოცნებების დამანგრეველი ხართ.”
კონგრესმენი უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფონზე ხდება ხმამაღალი — ამ კვირაში ამერიკელი დიპლომატები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ.