← მთავარი
პოლიტიკა

მაჭარაშვილი: „ვინმეს თუ გონია, სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ კაცების ქორწინება ჩამოეტანა — ძალიან ცდება”

9 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მაჭარაშვილი: „ვინმეს თუ გონია, სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ კაცების ქორწინება ჩამოეტანა — ძალიან ცდება”

„ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის პასუხად სულხან-საბა ორბელიანის ხსენებას პოლიტიკური არგუმენტად გამოიყენებს.

„ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მექანიზმი, ფოჩიანი კანფეტი არ არის, რომ ვინმეს ან მისცე ან არა — ეს ურთიერთობებზე დაფუძნებული ღირებულებაა. ნუ აუჩემებია „ნაცმოძრაობასა” და მის წარმომადგენლებს, რომ ქართველი ხალხის ევროპული ღირებულება თითქოს იმაზე დგას, რასაც დღეს ევროკავშირი ატარებს — ასე არ არის.”

„ვინმეს თუ გონია, რომ სულხან-საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში, რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში — ძალიან ცდება. ან სუვერენიტეტი უნდა დაეთმო სულხან-საბა ორბელიანს, რომ „წაიღეთ ჩვენი სუვერენიტეტი, ოღონდ ევროპის წევრი გავხდეთ”-ო? წაიკითხონ — მართალია, არ უყვართ წიგნის კითხვა, მაგრამ წაიკითხონ, რისთვის ჩადიოდნენ ჩვენი წინაპრები იქ.”

← მთავარი