← მთავარი
პოლიტიკა

ჟენევაში შეტაკება მოხდა პოლიციის ძალებსა და დემონსტრანტებს შორის

14 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ჟენევაში შეტაკება მოხდა პოლიციის ძალებსა და დემონსტრანტებს შორის

მომიტინგეების მცირე ჯგუფები, რომელთა უმეტესობაც შავებში იყო ჩაცმული და ნიღბები ეკეთა, პოლიციას ბოთლებს, ქვებს, ცემენტის ნატეხებსა და მაშხალებს ესროდნენ, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.სამიზნე იყო რამდენიმე შენობა, მათ შორის გაეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის ოფისები და მრავალეროვნული საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ის მიმდებარე შენობა.დემონსტრანტებმა ვერ შეძლეს მოედნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე გაეროს ევროპულ შტაბ-ბინასთან მიახლოება, რომელიც საგანგებოდ იყო დაცული მის წინ განლაგებული დიდი წყლის ქვემეხებით.შენობაში მყოფ AFP-ის ჟურნალისტებს ესმოდათ აფეთქებები, პოლიციის მრავალრიცხოვანი სირენების ხმა და მათ თავზე წრიულად მფრინავი ვერტმფრენების უწყვეტი ხმაური.მოგვიანებით, შეკრებილები დემონსტრაციის საწყის წერტილში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე პარკში დაბრუნდნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები გაგრძელდა.საპროტესტო აქცია „ დიდი შვიდეულის“ ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც 15 ივნისს ყოველწლიურ სამდღიან შეხვედრას დაიწყებენ, მშვიდობიანად დაიწყო დაახლოებით 15:30 საათზე: დემონსტრანტები ბანერებს აფრიალებდნენ, რომლებზეც ეწერა: „არა დიდ შვიდეულს და ყველა იმპერიალისტურ ალიანსს!“ და „შეწყვიტეთ დიდი შვიდეული“.ჟენევის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიციელი განალაგა, რადგან 2003 წელს ევიანში, მსგავსი სამიტის დროს ქალაქში მომხდარი ძალადობის გამეორების ეშინოდათ.მომიტინგეები გაჰყვიროდნენ სხვადასხვა - პალესტინელების მხარდამჭერ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, ფემინიზმისა და ანტიკაპიტალისტური აქტივიზმის - გზავნილის შემცველ ლოზუნგებს.თუმცა, მსვლელობის დაწყებიდან მალევე, შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა მომიტინგეთა ჯგუფებმა მათი მსვლელობის მარშრუტის გასწვრივ მდებარე რამდენიმე მაღალი კლასის საცხოვრებელი კორპუსის დამცავი ბარიერების გარღვევა დაიწყეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.AFP-ის ჟურნალისტებმა ასევე დაინახეს, როგორ დაწვეს Tesla-ს მანქანა წარწერით: „შეჭამე მდიდრები“.ამას მოჰყვა პოლიციასთან შეტაკება, რასაც თან ახლდა შეძახილები „ძირს პოლიციური სახელმწიფო“ და სხვა ლოზუნგები.დაახლოებით საღამოს 7:00 საათისთვის პოლიციის შეფასებით, დემონსტრანტთა რაოდენობა 20 000-ს შეადგენდა, მათ შორის დაახლოებით 600 ე.წ. „შავი ბლოკის“ რადიკალური დემონსტრანტი იყო.

ასევე ნახეთ

15-17 ივნისს “დიდი შვიდეულის” სამიტი იმართება საფრანგეთში

← მთავარი