პოლიტიკა
ვახტანგ კაპანაძე ბუქარესტის შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზეა მიწვეული
„ინიციატივა ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი, გენერალ-მაიორი და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე 12–13 მაისს ბუქარესტში, შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზეა მიწვეული.
კაპანაძე მონაწილეობს ორ პანელში: „სასაზღვრო და საბრძოლო ხაზები: რეგიონული უსაფრთხოების შეფასება კავკასიაში” და „შავი გედები შავ ზღვაში: წარმოუდგენლის მოლოდინი”.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ გენერალ ბენ ჰოჯესსა და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის პროგრამის დირექტორ, პოლკოვნიკ ბობ ჰამილტონთან.