← მთავარი
პოლიტიკა

„ფრონტერას” დამფუძნებელი ნიკანდროსი კონგრესმენ უილსონს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

8 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„ფრონტერას” დამფუძნებელი ნიკანდროსი კონგრესმენ უილსონს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

ნავთობკომპანია „ფრონტერას” დამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი 8 ივნისს, — იმავე დღეს, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა, — კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ეს The Hill-ის ჟურნალისტმა ლორა კელიმ X-ზე გამოაქვეყნა.

წერილში ნიკანდროსი, — რომელიც წარსულში „ოცნების” სასარგებლოდ ამერიკული ლობირებით იყო ცნობილი, — თავს კომპანია TXN Energy-ს დამფუძნებლად წარადგენს (კომპანია „ფრონტერას” არ ახსენებს) და წერს, რომ 1997 წლიდან საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„პატივისცემით არ ვეთანხმები თქვენს ბოლოდროინდელ დასკვნებს ქვეყნის ამჟამინდელ მიმართულებასთან დაკავშირებით, თუმცა პატივს ვცემ თქვენს დიდი ხნის ინტერესს რეგიონის მიმართ,” — წერს ნიკანდროსი და სთავაზობს „საქართველოში 30 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე კერძო სექტორის პერსპექტივას.” ის ასევე ეხება შუა დერეფნის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და აშშ-ის კერძო სექტორის ინტერესების თემებს.

კონგრესმენი უილსონი ჯერ საჯაროდ არ გამოხმაურებია მიმართვას.

← მთავარი