არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად — ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირებაზე
“არ გვინდა, რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით”, — ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით,ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზის გამო მიიღეს. “მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო” — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება “ჩვენ სტატისტიკაც შევაფასეთ, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და შესაბამის ჯარიმებს და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა, რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით. შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, როგორც 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული. 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება — 100 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი; 30-დან 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — უცვლელად 100 ლარი; 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება — უცვლელად 300 ლარი.