პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა — ერთი წელზე მეტია რუსთაველზე მსვლელობა გრძელდება
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ — ეს მოთხოვნები პროტესტის დასაწყისიდან უცვლელია.
მოქმედი სამოქალაქო პროტესტი ერთი წელზე მეტია გრძელდება. მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ ქუჩიდან გასვლას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.