პოლიტიკა
რატომ ჩაგვაგდო ჩემს მიერ არაერთხელ ნდობა გამოცხადებულმა ხელისუფლებამ ამ დღეში - ირმა სოხაძე
| “მე მაინტერესებს, 2 წლის წინ ჯერ კიდევ რომ ვენდობოდი, ის ხელისუფლება რას გვიკეთებს, რა დღეში გვაგდებს და რატომ? უბედური ქვეყანა ვართ, ვიყავით ბედნიერი, მშვენიერი, ლაღი, ევროპისკენ მივდიოდით თუ სად მივდიოდით, ერთმანეთი გვიყვარდა. რა გვიქნეს, იცი? დავკარგე მეგობრები, რადგან მათთან საერთო აღარაფერი აღარ მაქვს. მე გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ჩაგვაგდო ჩემს მიერ არაერთხელ ნდობა გამოცხადებულმა ხელისუფლებამ ამ დღეში, ასეთი რა დავაშავეთ?დილას რომ ვდგები, მეშინია ტელევიზორის ჩართვის, განცდა მაქვს, რომ რაღაც ახალი უბედურება უნდა გავიგო. დამავიწყდა და მომენატრა შეგრძნება, როდესაც რაღაც კარგი ხდება, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ხელისუფლება რაღაცას ჩემ სასიკეთოს აკეთებს.მე ამ ხელისუფლებას ძალიან ვენდობოდი, სიხარულით შევხვდი და როგორ მეგონა, რომ იმედგაცრუებას და გაწბილებას ამათგან არ ვიგრძნობდი!” | განაცხადა მომღერალმა ირმა სოხაძემ ტვ პირველის ეთერში. |