ირაკლი კობახიძემ მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა
25 ივნისით დათარიღებული ბრძანებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”, — ნათქვამია ბრძანებაში. ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 29 აპრილს დაინიშნა. მას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოიწურა. რაც შეეხება მის კარიერას საკონსტიტუციო სასამართლოში, მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2015 წლის 20 მარტს აირჩიეს; 2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარე გახდა; 2020 წლის 25 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. მას ამ პოსტზე უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. ცნობისათვის, მერაბ ტურავა ლიეტუვის მიერაა სანქცირებული. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს ლიეტუვა “ოცნების” 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს