← მთავარი
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა

12 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა

ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობას, „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს,” — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სექტორული თანამშრომლობის განვითარება. ბოჭორიშვილმა ყირგიზ კოლეგას გაეროს უშიშროების საბჭოში 2027–2028 წლების არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა და ყირგიზეთის საგარეო მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში შეთანხმებებსაც მოეწერება ხელი. ყირგიზეთში ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან — ბოჭორიშვილთან, მარიამ ქვრივიშვილთან და დავით სონღულაშვილთან — ერთად 11 ივნისს ჩაფრინდა.

← მთავარი