← მთავარი
პოლიტიკა

„განიხილება იდეა, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს... ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა“ - პაპუაშვილი

16 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„განიხილება იდეა, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს... ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა“ - პაპუაშვილი

„განიხილება იდეა, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს… ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა“ - პაპუაშვილი

        პოლიტიკა • 1:58

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        "გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს. ამავე დროს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - "არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას - აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს.ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში" | წერს შალვა პაპუაშვილი.
        
    


    
    
    



    
        
        

    


    
    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს“ - პუტინის სპეციალური წარმომადგენელი
                        რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურას შეუძლია ამ ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 2:17
                
            
                        
                 
                
                    
                          „იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად“ - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე
                        სალომე სამადაშვილი სოცქსელში პაპუაშვილის ევროკავშირზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად. ევროკავშირში დღეს უკრაინ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 2:15
                
            
                        
                 
                
                    
                          „ტყუილად ხარჯავთ ქოცები დროს და რესურსს - თქვენი ჭ კლასის პროპაგანდა მხოლოდ ღიმილსმომგვრელია“ - ლევან სანიკიძე
                        ლევან სანიკიძე სოცქსელში წერს: ტყუილად ხარჯავთ ქოცები დროს და რესურსს - თქვენი ჭ კლასის პროპაგანდა მხოლოდ ღიმილსმომგვრელია.მაგარი ნაწვალები აქვთ ფოტოების შერჩევის დროს. ასე გააგრძელეთ ძვირფასებო!
                    

                    
                            სოცმედია
                         • 1:42
                
            
                        
                 
                
                    
                          მოკლულია რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი - რა მოხდა პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლიასკაში
                        პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა პოდლიასკაში, რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. 44 წლის სკრეპეცკის 15 ივნისს დილის საათებში, ავტოსადგომზე, ცეცხლსასროლი იარაღი...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 1:23
                
            
                        
                 
                
                    
                          ცვლილება უნგრეთის კონსტიტუციაში - ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება აეკრძალა
                        Reuters: უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას უკრძალავს | გამოცემა წერს, რომ ცვლილების მიხედვით, პრემიერმინისტრებს თანა...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 1:07
                
            
                        
                 
                
                    
                          "ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“ - ტრამპი
                        "ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. ასევე, ინფორმაცია, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს გადაუხდის არის სიყალბე, რომელიც დემოკრატებმა გაავრცელეს" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამ...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 1:06
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი