სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას სამაგისტრო პროგრამის განხორციელების უფლება ექნება
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოებია მაგისტრის კვალოფიკაციის მინიჭების უფლება. ამის შესახებ ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს ისტორიაში პირველად სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოებია მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება.” - თქვა მდინარაძემ.
სუს-ზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვიურად იზიდავენ ათეულობით ახალ კადრს, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციების რაოდენობა და უმჯობესდება საჭირო ტექნიკური საშუალებების ხარისხი.
“უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრსაც იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი.” - განაცხად მამუკა მდინარაძემ.