"პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა "აკერმანის" სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა" - კახა კალაძე
„პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 13:21
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ძალადობის კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.
„პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის „აკერმანის“ სახელმძღვანელოდან და ამის მიხედვით მოქმედებენ. იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა და ყველაფერი გაშიფრულია. როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და ყველა დამნაშავე დაკავებულია. უწყებაში 40 000-მდე პოლიციელია. არსებობს კანონი - ვინც დანაშაულს ჩაიდენს, რა თანამდებობის პირიც უნდა იყოს, მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ თუ არა, კახა კალაძის თქმით: „მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება.“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვ...
სპორტი
• 13:24
„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგ...
პოლიტიკა
• 13:20
„ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარ...
პოლიტიკა
• 13:19
„ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან“ - კახა კალაძე
„ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განა...
პოლიტიკა
• 13:18
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით“ - კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის. „მივესალმებ...
პოლიტიკა
• 13:17
„მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას“ - წილოსანი თუთბერიძის დაჯარიმებაზე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცე...
პოლიტიკა
• 13:08
მეტის ნახვა