ირაკლი კობახიძე შეხვდა ჯეფრი საქსს, ანტიდასავლური იდეებით ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს
მას არაერთხელ მიუცია ინტერვიე რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიებისთვისაც.ის ცნობილია, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი, განსაკუთრებით - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.მისი რიტორიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზებზე ემთხვევა კრემლის რიტორიკას, რის გამოც ის თავადაც არის მწვავე კრიტიკის სამიზნე.საქსის პოზიციები უგულებელყოფს უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნებას დასავლური კურსის არჩევისას და ღიად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.პროსახელისუფლებო მედია ხშირად აშუქებს მის განცხადებებსა და კომენტარებს, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის სხვადასხვა დროის ხელისუფლებებს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფასა და ომების მიზანმიმართულ დაწყებაში სდებს ბრალს.ხოლო საქართველოს ადგილს ხედავს 3+3 ფორმატში, რომელიც შეიქნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის რუსეთთან, ირანსა და თურქეთთან (ამ დრომდე, თბილისმა უარი არაერთხელ განაცხადა გამხდარიყო ამ ფორმატის წევრი).ირაკლი კობახიძის და ჯეფრი საქსის შეხვედრის ფოტოები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცლდება და იქვე ნათქვამია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო „ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს… აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით“.
ამავე ფოტოებიდან ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ასევე ნახეთ
ვისთვის „დადგა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დრო“? - გაიგეთ მეტი მათ შესახებ