← მთავარი
პოლიტიკა

გახარია: საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების გარისკვას

27 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გახარია: საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების გარისკვას

ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები - მათ შორის ისინიც, ვინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა - მარტო დაგვეტოვებინა თავიანთ საჭიროებებსა და პრობლემებთან, არამედ იმისთვის, რომ გამოგვეყენებინა ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმის მისაღწევად, რომ პარლამენტში განსხვავებული ხმები ისმოდეს.

ჩვენ ამ მისიისთვის არასოდეს გადაგვიხვევია. “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების გარისკვას. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობის სინდრომი, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სარგებლობენ.

← მთავარი