პოლიტიკური ინიციატივა “ჯერ საქართველო“, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანია, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა.პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 28 ივნისს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.„გვინდა ვიყოთ არა მხოლოდ ოპოზიციური, არამედ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია”, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.მისი თქმით, დღე (პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება) მოიტანა იმ პროცესებმა, რომელიც ქვეყანაში ვითარდება.პარტიის მიზანი საქართველოს “რეგიონის ლიდერად ქცევაა”.პარტიის პოლიტსაბჭის წევრებს შორის არიან ვალერი ჩეჩელაშცილი, რუსუდან თევხაძე, ვახტანგ კაპანაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ანთაძე და თავად ვიქტორ ყიფიანი.„ჯერ საქართველო“ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია იქნება.მისი წევრები აცხადებენ, რომ ისინი ყველა დასავლურ ძალასთან ითანამშრომლებენ.
ასევე ნახეთ
ივანიშვილის ადვოკატი კობახიძეზე: უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი
ასევე ნახეთ
ივანიშვილის ადვოკატი აკრიტიკებს ე.წ. აგენტების კანონპროექტს და მის მხარდამჭერებს