„მისი მეტსახელიც მინდა გავხსენო - სტრიკაზა. სტრიკაზა არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე" - კობახიძე ზურაბიშვილზე
როგორც “ტორპედოს” გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ “ლელოსთან” ინტერვიუში თქვა, უახლოეს დღეებში ქუთაისში ცენტრალურ ნახევარმცველს ელოდნენ. ეს ფეხბურთელი დოლაბერიძემ “კარგ ლეგიონერად” მოიხსენია. შესაძლოა, მას მხედველობაში ჰყავდა დინო სკორუპი - 26 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი, რომელზეც “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი წერს: “დინო ბოლოს ბოსნიის მოქმედი ჩემპიონის, “ბორაცის” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საფეხბურთო კარიერა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, “ჰაიდუკის” აკადემიაში დაიწყო, რომლის სისტემაში ათ წელზე მეტი გაატარა და პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც სწორედ იქ გადადგა. ხორვატიის უმაღლესი ლიგის შემდეგ, სკორუპი გადაბარგდა ბოსნიაში, სადაც 2023/24 წლების სეზონი ხორვატი ნახევარმცველისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ბოსნიური “გოსკ გაბელას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში მან 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. წარმატებული სეზონის შემდეგ სკორუპი “ბორაცს” შეუერთდა, საიდანაც ის რუმინულმა “სეფსიმ” გამოისყიდა. “ბორაცის” რიგებში მან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე იასპარეზეა, კონფერენსლიგაზე კი ჯგუფური ეტაპი ითამაშა, რითაც საერთაშორისო ასპარეზზეც მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება. უთამაშია ხორვატიის ასაკობრივ ნაკრებებშიც. “ტორპედოსა” და სკორუპს შორის კონტრაქტი 2,5+1 სისტემით გაფორმდა”, - ვკითხულობთ “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე.