შალვა პაპუაშვილის ბრძანებით პარლამენტში მედიააკრედიტაციის წესები გამკაცრდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც შეიცვალა „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი.”
ძირითადი სიახლეები:
პირველი დარღვევა — 1 თვიანი შეჩერება. განმეორებითი დარღვევა — 1 წლამდე. ადრე სანქცია მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ახლა, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, სანქცია მთელ მედიასაშუალებას შეიძლება შეეხოს: 1 წლამდე ვადით შეიძლება გაუუქმდეს აკრედიტაცია. 8 ივნისს პაპუაშვილმა განმარტა: „დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით.”
ახალი ნორმებით ჟურნალისტი ვალდებულია „სათანადო პატივისცემა გამოიჩინოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირის ღირსებისა და პირადი სივრცის მიმართ.”
პარლამენტის ცნობით, ცვლილებები ევროპარლამენტში მოქმედი წესების ანალოგიაზე შემუშავდა.