← მთავარი
პოლიტიკა

სააკაშვილი სასამართლოში: 2020 წელს ჩემს გარემოცვაში რუსეთის მხრიდან მოქმედი აგენტი ჩაასმეს

21 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სააკაშვილი სასამართლოში: 2020 წელს ჩემს გარემოცვაში რუსეთის მხრიდან მოქმედი აგენტი ჩაასმეს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის საქართველოში დაბრუნების პირველ მცდელობამდე მის გარემოცვაში რუსეთის მხრიდან მოქმედი აგენტი იყო ჩაგზავნილი.

სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ აგენტმა გასცა მისი კოორდინატები ივანიშვილის მთავრობას, რამაც 2020 წლის დაბრუნების მცდელობა ჩაშალა. 2021 წელს კი ეს პირი მასთან შეხვედრაზე ვეღარ გამოცხადდა.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ადამიანის ვინაობა მას ცნობილია, თუმცა სასამართლო სხდომაზე სახელი არ დაასახელა.

← მთავარი